საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ისმხარდაჭერით ახალი ბროშურები შეიქმნა.
დამუშავდა 6 მიმართულება, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სამთო კურორტების, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ. ახალი ტურისტული გზამკვლევებითმოგზაურები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების, მუზეუმების,მონასტრების, იმერეთის ტურისტულ ადგილებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ მიიღებენ ცნობებს. ბროშურებში წარმოდგენილია რუკები, მარშრუტები, სავიზო ინფორმაცია, ტურისტებისთვის საჭირო ონლაინ ბმულები და QR კოდები.
ახალი საპრომოციო ბროშურები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთის ტრასების სააგენტოსთან, ქუთაისის აეროპორტთან, საქართველოს ეროვნულ პარკებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოამზადა.
ახალი ტურისტული ბროშურები ინგლისურ ენაზე გამოიცა. დაგეგმილია ბროშურების თარგმნა მიზნობრივი ბაზრებისთვის სხვადასხვა ენაზე.
ახალ გზამკვლევებს ტურისტები საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში გაეცნობიან. ახალი ბროშურებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარდგება.