საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება გამართა.

პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მოაწყო. ღონისძიებას უზბეკეთის 60-ზე მეტი წამყვანი ტურისტული კომპანიისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მიზანია უზბეკეთიდან საქართველოში ფორუმების, კონფერნეციებისა და კონგრესების ჩატარების მიზნით  დიდი ჯგუფების მოწვევა.

პრეზენტაციის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 15 კომპანიის წარმომადგენლებმა უზბეკ კოლეგებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს.

ღონისძიება უზბეკეთში საქართველოს საელჩოს და უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.