ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2019 წლისთვის დაანონსებული სამიზნე ბაზრებიდან, საქართველოს ქვეყნების 84%-თან პირდაპირი ავიარეისები უკვე აქვს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დასახელებული 25 სამიზნე ბაზრიდან, სადაც მიმდინარე წელს საქართველო მარკეტინგული კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდება, 21 ქვეყანასთან პირდაპირი ავიარეისები უკვე არსებობს.

შესაბამისად, სამიზნე ბაზრებიდან დარჩენილია 4 ქვეყანა, სადაც ამ დროისათვის საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გააჩნია.