ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის IndiGo Airlines-ის წარმომადგენლები საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების პროცესს გაეცნენ. ავიაკომპანია IndiGo Airlines-ის ხელმძღვანელობამ „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, საჰაერო ხომალდის მომსახურების ტექნიკური დეტალები განიხილეს.

დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია გასული წლის ზაფხულში დაინტერესდა.
ავიაკომპანია IndiGo Airlines-ი 2006 წელს დაფუძნდა. IndiGo Airlines-ს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.