29 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“-ს შეხვედრების სივრცეში გიწვევთ პრესკონფერენციაზე, რომლის მიზარი არის Welcome to Georgia! ტურიზმის ერონვული დაჯილდოების 2020 წლის ნომინაციების წარდგენა და პროექტის მისიაზე საუბარი.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ : Welcome to Georgia-ს, თბილისის მერიის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, BDO საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ, როგორც პროექტის მნიშვნელობაზე ინდუსტრიისთვის, ასევე შექმნილ ვითარებაზე.

კოვიდ პანდემიამ აღნიშნული სექტორისთვის განსაკუთრებულად კრიზისული  გარემო შექმნა, ზოგმა კომპანიამ შეწყვიტა/შეაჩერა მუშაობა, ზოგი კი ადაპტირდა ახალ რეალობასთან, შეიმუშავა სტრატეგია და ასე განაგრძო ბაზარზე ოპერირება. პროექტის მიზანი ყოველთვის იყო ინდუსტრიის მოტივირება, მაგრამ ეს მისია წელს გამორჩეულად საჭირო და მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ წელს პროექტში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი.

 „გვსურს დარგის წარმომადგენლებს იმ პოზიტიური ქმედებებისთვის მადლობა გადავუხადოთ, რომელიც მათ კოვიდ-19 პანდემიის არც თუ ისე პოზიტიურ რეალობაში, მათი რესურსიდან გამომდინარე, განახორცელეს. Welcome to Georgia! დაჯილდოების ცერემონიალის მეორე მნიშვნელოვანი მიზანი შიდა ტურიზმის მხარდაჭერაა. წელს ამ მიმართულებით ახალი ნომინაციები დავამატეთ რადგან გვჯერა, რომ ამ გზით შიდა ტურიზმის წარმომადგენლებს თავდაჯერებულობას შევმატეთ, რაც მომავალში მომხმარებლების რაოდენობაზე აისახება“ – აცხადებთ პროექტის დამფუძნებელი მარინა ჩაიკა.

პრესკომფერენციაში მონაწილეობას მიიღებს „BDO საქართველო“-ს  წარმომადგენელი. აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია და პროცესის აბსოლუტურად სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვაში გვეხმარება.

შეგახსენებთ: Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. 

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2020 წლის ნომინაციები

            ნომინაციები სასტუმროებისთვის 

  1. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო 
  2. საუკეთესო სათხილამურო კურორტი 
  3. საუკეთესო „4 სეზონი“- ს სასტუმრო მთაში 
  4. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო დაბალბიუჯეტიანი 
  5. საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო 
  6. საუკეთესო პრემიუმ ტიპის სასტუმრო 

ნომინაციები მეღვინეობის მიმართულებით

  • საუკეთესო მცირე მეღვინეობა 
  • საუკეთესო ღვინის ტურიზმი

ნომინაციები გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით

  • საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი 
  • კონცეპტუალური კაფე/რესტორანი 
  • გასტრონომიული რეგიონალური ტურიზმის საუკეთესო ლოკაცია 

შერეული 

  1. სოფლის ტურიზმი 
  2. ტრადიციული რეწვა 
  3. ტექნოლოგიების ადაპტირების წარმატებული მაგალითი 
  4. საუკეთესო პიარ კამპანია ქვეყნის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად 
  5. სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია პანდემიის დროს – გამარჯვებულებს გამოავლენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  6. საუკეთესო შიდა ტურიზმზე ორიენტირებული ორგანიზაცია 
  7. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი 
  8. ახალი ბრენდი, რომელმაც ოპერირება 2020 წელს ბაზარზე შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად მაინც დაიწყო 
  9. სპეციალური პრემია: წლის საუკეთესო კრეატივი საქართველოზე – KHETSURIANI TROPHY

ავიაცია

  • საუკეთესო შიდა ფრენებზე ორიენტირებული კომპანია