2019 წლის იანვარი-ივნისი ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%.
6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.
რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე- ზრდა +18%.
ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა-ზრდა +20.2%.
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანი (+8.8%) და სომხეთი (+9.7%) განხორციელდა.