საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის აჭარაში ინფო-ტური გაიმართა.  ტურში გიდები, ტურ-ოპერატორები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ფოტოგრაფები და ბლოგერები მონაწილეობდნენ.

ინფო-ტურის მონაწილეებმა ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე მწვანე ტბა,  კურორტი ბეშუმი, ბოტანიკური ბაღი, კურორტი გოდერძი  მოინახულეს, დაათვალიერეს შუა მთის ტბები, ხიხანის ხეობა, ხიხანის ციხე.   ტურის ფარგლებში გაიმართა ღვინისა და აჭარული კერძების დეგუსტაცია ქედაში. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მერისის ჩანჩქერი,  ეწვივნენ ბათუმს, მაჭახელას ხეობას, სადაც საფეხმავლო ბილიკზე მოეწყო ლაშქრობა. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მტირალას ეროვნული პარკი, სადაც საფეხმავლო მარშრუტები გაიარეს და ზიპლაინით დაეშვნენ.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.