ტურისტული ინდუსტრიის გეგმები 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის (СО2) ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევისთვის „უაღრესად არაეფექტურია“, ნათქვამია ახალი ანგარიშში, რომელიც კომპანია Travel Foundation-მა მოამზადა.
მიმდინარე სტრატეგიები, რომლებიც დაფუძნებულია ნახშირბადის ანაბეჭდის კომპენსირებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებაზე, ვერ მიაღწევს სექტორის მიზნებს ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისთვის მითითებულ პერიოდში, – მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
დამატებითი ზომები „დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული“, რათა თავიდან იქნეს აცილებული „მოგზაურობის ემისიების შემდგომი ესკალაცია“, ნათქვამია კვლევაში.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა, არსებული სტრატეგიები ძალიან გრძელვადიანია. როგორც კი ნულს მივაღწევთ, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ რამდენიც გვინდა“, – თქვა მენო სტოკმანმა, CELTH-ის დირექტორმა, კომპანია, რომელიც ჩართული იყო კვლევის მომზადებაში.
ექსპერტების აზრით, 2019 წლიდან 2050 წლამდე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის რაოდენობა გაორმაგდება. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტებმა წარმოადგინეს საავიაციო ინდუსტრიის დეკარბონიზაციის არაერთი სცენარი. ერთ-ერთი მათგანი მოითხოვს ტრილიონი დოლარის ინვესტიციას ყველა არსებულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს უნახშირბადო გამონაბოლქვზე გადასვლას, ასევე ტრანსპორტის ალტერნატიული გზების –საავტომობილო და სარკინიგზო გამოყენებას.
გარდა ამისა, აუცილებელია შორმაგისტრალური ფრენების რაოდენობის შეზღუდვა. 2019 წელს ასეთი ფრენების რაოდენობა მხოლოდ 2%-ის დონეზე იყო, ხოლო მოგზაურობიდან მავნე გამონაბოლქვის მოცულობა 19%-ს შეადგენდა. თუ დიდ დისტანციებზე ფრენების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, ირწმუნებიან ანალიტიკოსები.