2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 3,05%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 133 235-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 66,61%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 113,69%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 11 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 129 288 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 62 351 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 79 969-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.