ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.
როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს ის.
მისივე ინფორმაციით, პირველი საპილოტე ტური „ღვინის გზა“ კომპანიამ ამ დღეებში კახეთში, ტყუპების ღვინის მარანში ჩააატარა, რამაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. „კომპანიის მთავარი მზიანია ჩვენი მომხმარებელი იყოს ბედნიერი, აღფრთოვანებული და გაყვეთ მთელი ცხოვრება ის ემოციები, რასაც ტურის განმავლობაში მიიღებენ, ამისთვის კი ჩვენ ნამდვილად არ ვზოგავთ ენერგიას და მთელი გულით ვემსახურებით ჩვენს საყვარელ საქმეს, – აცხადებს წიკლაური.
კომპანიის ტურები გათვლილია ყველა ასაკის, ინდივიდუალური და კორპორაციული მომხმარებლისთვის. წიკლაურის თქმით, მათი ტურები ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის გააქტიურებას, ასევე მოიზიდავს ბევრ უცხოელ ტურისტს, რაც საბოლოო ჯამში ტურიზმის სექტორში მონაწილე ყველა რგოლისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება.
კომპანია გეგმავს სკოლის ასაკის ბავშვებისთვის გათვლილი ტურების შეთავაზებას, სადაც იქნება შემეცმნებითი ნაწილი, ქვესტები, ფსიქოლოგის ჩართულობა, რაც ასევე პირველი იქნება ქართულ ბაზარზე, ხოლო უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ისეთ პროდუქტის შესახებ, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს.