არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის.

ავიაკომპანია 10 მაისიდან დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 14 სიხშირით, ანუ დღეში ორი სიხშირით შეასრულებს, ხოლო 25 ივნისიდან კი  flydubai-ს სიხშირეები ისევ იზრდება.

უფრო კონკრეტულად 25 ივნისიდან  flydubai კვირაში დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებაზე 21 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. შესაბამისად, 25 ივნისიდან  flydubai დუბაისა და თბილისს შორის კვირაში 3 სიხშირით იფრენს.