20 წლის ტურისტი ავტოსტოპით მოგზაურობდა. მან მხოლოდ ფრენის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ზურგჩანთაში გველი იყო. აშშ-ს მოქალაქე ფორტ-ლოდერდეილიდან ჰავაიზე გადაფრინდა და ზურგჩანთაში გველი ბოლო წუთამდე არ შეუნიშნავს. საბედნიეროდ გველი შხამიანი არ აღმოჩნდა.
როგორც Hawaii News Now-ი წერს, “თანამგზავრი” ტურისტმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ჩანთიდან ნივთების ამოლაგება დაიწყო.
გველის აღმოჩენის შემდეგ მან დაუყოვნებლივ მიმართა სათანადო ორგანოებს და აცნობა, ფლორიდადან გველი უნებლიედ ჩამოიყვანა. სწორედ ფლორიდაშია გველის აღნიშნული სახეობა გავრცელებული.
მამაკაცმა არ იცის თუ როგორ აღმოჩნდა ზურგჩანთაში მისი უცნაური “თანამგზავრი”. ჰავაის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების საბჭოში Hawaii News-ს უთხრეს, რომ ეგზოტიკური არსებები საფრთხეს უქმნიან უნიკალურ გარემოს. 30 სმ სიგრძის გველი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.