საერთაშორისო კომპანია International SOS-მა COVID Trip Planner რისკის მართვის სერვისი გაუშვა, რომელიც „მიზნად ისახავს დაეხმაროს მოგზაურებსა და კორპორაციებს მოგზაურობას დაუბრუნდნენ”.

ინსტრუმენტი მომხმარებელს აწვდის პერსონალიზებულ მოგზაურობის დაგეგმვის ინფორმაციას და რეკომენდაციებს, რომელიც ხელმისაწვდომია SOS ManagerView და Assistance აპლიკაციების მეშვეობით.

COVID Trip Planner მოიცავს დანიშნულების ადგილზე მოგზაურობის პოლიტიკას, სავიზო მოთხოვნებს, ტესტირებისა და საკარანტინო ინფორმაციას და უზრუნველყოფს გამგზავრებამდე შესაბამის კითხვარებზე წვდომას.

მონაცემები რეგულარულად განახლებადია, რადგან ქვეყნების მიხედვით შეზღუდვები და მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია. ტექნოლოგია Sherpa-თან პარტნიორობით შეიქმნა.

“COVID-19-ის უახლესმა ზრდამ გამოიწვია მოგზაურობის აკრძალვების ახალი ტალღა და ბევრმა ქვეყანამ ომიკრონის ფონზე რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ლორენტ ფურიე, International SOS Help Desk-ის აღმასრულებელი დირექტორი. ”ჩვენ ველით, რომ ეს რეგულაციები მუდმივად განახლდება და COVID-19 შეცვლის გზას, რომელსაც ჩვენ ვმოგზაურობთ მრავალი წლის განმავლობაში”.