თვითმფრინავში პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს დარჩება. ექსპერტების აზრით, პირბადის ტარება, სავარაუდოდ საჰაერო მოგზაურობის რეგულარული ფუნქცია გახდება.

მაშინაც კი როდესაც COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებს, საზღვრები გაიხსნება და მგზავრობის შეზღუდვები მოიხსნება, ბორტზე პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება როგორც მგზავრებისთვის, ასევე ეკიპაჟისთვის.

ავიაკომპანიის წარმომადგენლები გვირჩევენ, უბრალოდ მივეჩვიოთ ბორტზე პირბადის ტარებას და შევადაროთ ის თვითმფრინავის სალონში სითხის ატანის შეზღუდვებს, რომელიც შემოღებულა 20 წლის წინ, 11 სექტემბრის ცნობილი თავდასხმის შემდეგ.

უფრო მეტიც, საერთაშორისო რეგულაციები თითქმის შეუძლებელს გახდის ავიაკომპანიებმა ბორტზე მგზავრები პირბადის გარეშე დაუშვან. მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებამ გააუქმა კორონავირუსის ყველა შეზღუდვა, „სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობა ერთობლივად არ გააუქმებს პირბადის გამოყენების ვალდებულებას ფრენებზე, ავიაკომპანიებს გაუადვილდებათ პირბადით დარჩენა“. წყაროების ცნობით, გადამზიდავები ელიან ინდუსტრიის მხრივ კონსენსუსს პირბადის ტარებაზე, რათა ერთნაირად იმოქმედონ.

სამედიცინო ექსპერტები ასევე აცხადებენ: “დიახ”. მიუხედავად იმისა, რომ დახვეწილი ჰაერის ფილტრაციის სისტემები საჰაერო მოგზაურობას აქცევს ვირუსებისგან ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებრივ ადგილად, პერსონალური დამცავი საშუალებები მაინც რჩება თავდაცვის უკანასკნელ საშუალებად.

“პირბადის მთავარი დანიშნულებაა დაიცვას შენს გარშემო მყოფი ადამიანები საკუთარი თავისგან, თუმცა ის ასევე უზრუნველყოფს შენს დაცვას. რა თქმა უნდა, 100%-იანი სანდოობა არ არსებობს არც მედიცინაში და არც ცხოვრებაში, თუმცა, დახურულ სივრცეში, პირბადის ტარებისას ინფექციის მიღების შანსი ნაკლებია“.

British Airways-მა უკვე დაადასტურა, რომ გააგრძელებს მგზავრებს, ყველა მის რეისებზე, პირბადის ტარება აიძულოს, მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “მიწაზე” კოვიდ-შეზღუდვებს აუქმებს.

Virgin Atlantic-მა ასევე თქვა, რომ პულსზე თითს შეინარჩუნებს და „იმუშავებს მთელ ინდუსტრიასთან ერთად იმის გასაგებად, როდის შეიძლება მოხდეს ცვლილებები“.