ედირნეში ახალი ტურისტული ატრაქცია შეიქმნება. პროექტის ფარგლებში ედირნეს სანაპიროზე Airbus A330-ის ჩაძირვა იგეგმება. თვითმფრინავის ჩაძირვა 14 ივნისს, ეგეოსის ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეში იგეგმება.
90 ტონიანი თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე 6 სატვირთო ავტომობილის დახმარებით მიიტანეს. ადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ თვითმფრინავი ედირნეში ძალიან
“დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ რეგიონში დაივერების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება”, განმარტავენ პროექტის ავტორები. მათ იმედი აქვთ, რომ ედირნე დაივერებისთვის და განსაკუთრებით დაივერებისთვის საბერძნეთიდან და ბულგარეთიდან საყვარელი ადგილი გახდება.
სამომავლოდ გამორიცხული არ არის, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადის მისაზიდად ედირნეში ტანკიც ჩაძირონ.