ახალ უკრაინულ, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია SkyUp-ს 2018 წლის ბოლომდე ავიაპარკში 5 თვითმფრინავი ეყოლება. ავიაკომპანიის მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ დამატებით კიდევ ერთი თვითმფრინავი ლიზინგით აიღოს.

„ჩვენ ამ ეტაპზე ერთ თვითმფრინავზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. კომპანია მუშაობს ასევე ორი თვითმფრინავის მიღებაზე. 2018 წლის ბოლომდე ფლოტში 5 თვითმფრინავი გვეყოლება“, აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინაცკი ამბობს, SkyUp-ი სულ ახალი თვითმფრინავების ძიებაშია, თუმცა ბაზარზე ასეთი ბორტების დეფიციტია.

„ჩვენ მზად ვართ ავიყვანოთ ავიყვანოთ თვითმფრინავი მშრალი ლიზინგით აიყვანოს, მაგრამ არ არის. თუ კი სადმე თავისუფალი თვითმფრინავია არსებობს მფლობელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, განაცხადა მან.