მთავარი სიახლეები Wizz Air-ი ახალ მიმართულებას ამატებს, ავიაბილეთები მაროკოს მიმართულებით უკვე ხელმისაწვდომია

Wizz Air-ი ახალ მიმართულებას ამატებს, ავიაბილეთები მაროკოს მიმართულებით უკვე ხელმისაწვდომია

328

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აზამთარში დასვენებისთვის ახალ მიმართულებას ამატებს – ავიაბილეთები მაროკოში, მარაქეშის მიმართულებით უკვე ხელმისაწვდომია პოლონეთიდან და ლიეტუვადან.
Wizz Air ზამთრის სეზონზე დასვენებისთვის მარაქეშის მიმართულებით ორ ახალ რეისს ვარშავიდან (პოლონეთი) და ვილნიუსიდან (ლიეტუვა) 2018 წლის ოქტომბრიდან იწყებს. Wizz Air არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც აღნიშნულ ქალაქებს პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს. ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. მგზავრობა სულ რაღაც 29,99 ევროდან იქნება შესაძლებელი. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით.
მაროკოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ადგილი მარაქეში ატლასის მთების გარემოცვაში მდებარეობს. ლამაზი სანაპიროების, ტრადიციული ბაზრისა და დახვეწილი სამზარეულოს ქალაქი ფერადი დასვენების მოწყობისთვის საუკეთესო დანიშნულების ადგილია. ახალი მიმართულების დამატებით, Wizz Air-ის მზრადი ქსელი მაროკოს უკვე მეორე ქალაქს მოიცავს. ამჟამად ავიაკომპანია მომხმარებლებს სთავაზობს 44 ქვეყნის 142 მიმართულებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
ავიაკომპანიამ მაროკოში, აგადირში ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ამჟამად Wizz Air მაროკოს მიმართულებით 7 რეისს უნგრეთის, ლიეტუვასა და პოლონეთის 5 ქალაქიდან უზრუნველყოფს. მაროკოში პირველი რეისის განხორციელებიდან დღემდე Wizz Air-ის დაბალბიუჯეტიანმა რეისებმა ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიების სტიმულირებას შეუწყო ხელი და 75,000-ზე მეტი ტურისტის გადაყვანა უზრუნველყო.

მიმართულება სიხშირე დაწყების თარიღი მინიმალური ფასი
ვილნიუსი, ლიეტუვა ორშაბათი, პარასკევი 29 ოქტომბერი 29.99 EUR
ვარშავა, პოლონეთი ოთხშაბათი, კვირა 31 ოქტომბერი 29.99 EUR

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქსელის გაფართოებას და დღეს Wizz Air-ის კიდევ ერთი უნიკალური მიმართულების შესახებ გაცნობებთ. ჩვენ პირველები ვქმნით შესაძლებლობას, რომ ვარშავასა და ვილნიუსში მყოფი ჩვენი მომხმარებლები მარაქეშის მიმართულებით გაემგზავრონ. ჩვენი დაბალბიუჯეტიანი რეისები, რომელთა ფასიც სულ რაღაც 29,99 ევროდან იწყება, ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ მოგზაურებმა მაროკოს მდიდარი კულტურა, სანახაობრივი ნაგებობები და შესანიშნავი სამზარეულო აღმოაჩინონ“, განაცხადა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სორინა რაცმა.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ Wizz Air მაროკოში მოღვაწეობის არეალს აფართოებს. ჩვენ შესანიშნავ თანამშრომლობას მივაღწიეთ, რამაც საშუალება მოგვცა, ჯერ აგადირი, შემდეგ კი მარაქეში აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან დედაქალაქებთან დაგვეკავშირებინა. ჩვენი მიზანი უფრო ფართომასშტაბიანი ბაზრის ათვისებაა. ამ პარტნიორობის შედეგად, ბევრ საერთაშორისო მოგზაურს საშუალება აქვს, მაროკოსთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და უნიკალური გამოცდილებით ისარგებლოს. აგადირის მიმართულებით დაგეგმილ 5 ავიარეისთან ერთად, 2018 წლის იანვრიდან ჩვენ მომხმარებლებს მარაქეშის მიმართულებით დაგეგმილ 2 ახალ რეისსაც ვთავაზობთ. აღნიშნული სიახლე Wizz Air-ის პოტენციური მგზავრებისთვის კულტურის და ბუნების აღმოჩენის, მზიან სანაპიროზე დასვენების შესაძლებლობებს აერთიანებს“, განმარტა მაროკოს ეროვნული ტურისმის ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა რაქიდ ჰამზაოიმ.