საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წელს, მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ.
ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, ბლოგები, სიუჟეტები და ვიდეორგოლები ისეთმა გავლენიანმა მედიასაშუალებებმა მოამზადეს როგორიცაა: The Guardian, Forbes, The Financial Times, Elle, The Times, Marie-Claire, National Geographic, Saveur, Vogue, The Sunday Times, The Huffington Post, Sueddeutsche Zeitung და სხვა.
საქართველოს შესახებ მომზადებულ ასობით სტატიასა და სიუჟეტს მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი, სოციალური ქსელების მომხმარებელი და ტელემაყურებელი გაეცნო.
წელს, ჯამში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში 67 საინფორმაციო ტური და 13 გაცნობითი ტური მოეწყო. საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ თანამშრომლობის დაგეგმვისა და ერთობლივი ტურების მოწყობის მიზნით.