2022 წელს Accor ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი სურვილი, რომ მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს ქვეყანაში საკუთარ პოზიციებს.

გასულ ზაფხულს Accor-მა თბილისში ორი სასტუმრო გახსნა: ხელმისაწვდომი ბიუჯეტის Tbilisi Center და პრემიუმ პულმანი აქსის ტაუერში.

Accor ჯგუფი საქართველოში ახალ საკუთრებებს წარმოადგენს: Novotel Tbilisi Center-ი და Swissôtel Tbilisi იმ სასტუმროებს შორისაა, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება. ხოლო, კახეთში “მერკური თელავი რეზორტი” 2025 წელს გაიხსნება.

2026 წელს Accor ჯგუფი საქართველოში მოქმედ წამყვან სამშენებლო კომპანია, არქისთან თანამშრომლობით გახსნის სასტუმრო Mövenpick-ს ქობულეთში. სასტუმრო 120 ოთახით განთავსებული იქნება ახალ მაღალსართულიან კორპუსში შავი ზღვის სანაპიროსთან ფეხით სავალ მანძილზე.