თურქეთის ხელისუფლება აპირებს დააკავშიროს მეტროპოლიის ორი უდიდესი აეროპორტი – ახალი აეროპორტი “სტამბოლი” და საბიჰა გოქჩენი ანკარა-სტამბულის ჩქაროსნული რკინიგზის გაფართოებით. პროექტი, რომელიც ანატოლიის მხარეს საბიჰა გოკჩენის აეროპორტს დააკავშირებს “სტამბოლთან” ქალაქის ევროპულ მხარეს, ტენდერის ეტაპს უახლოვდება, – განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ.

„იმ დროს, როდესაც ეკონომიკა ასე იკლებს, თურქეთი აგრძელებს ინვესტიციების გაზრდას. რა თქმა უნდა, ამას ძლიერი ნება და ძლიერი ლიდერი სჭირდება. ეს ინვესტიციები ჩვენი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ხორციელდება და თურქეთის ზრდა სწრაფი ტემპით გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ანკარა-სტამბულის ჩქაროსნული მატარებლის ხაზი სავარაუდოდ გაივლის გებზეს რაიონში კოჯაელის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით, გადაკვეთს სულთან სელიმ იავუზის ხიდს სტამბულის სრუტეზე, შემდეგ შემობრუნდება საბიჰა გოქჩენის აეროპორტში და საბოლოოდ მიაღწევს სტამბოლის ახალ აეროპორტს.

მინისტრმა პროექტის დეტალები არ გაამჟღავნა, თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნული სარკინიგზო ხაზი შეავსებს სტამბოლის უკვე ვრცელ სატრანსპორტო ქსელს და კიდევ უფრო გაზრდის მგზავრთა და ტვირთების მობილობას, თქვა მინისტრმა.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება გეგმავს 34 კმ-იანი მეტრო ხაზის გაშვებას კიაგითჰანის რაიონიდან სტამბულის ახალ აეროპორტამდე. ის გაივლის ეიუპ სულთანისა და არნავუტკოის რაიონებს.

ხაზი რვა სადგურისგან შედგება. მოსალოდნელია, რომ მგზავრთა რაოდენობა დღეში 800 000 მგზავრს გადააჭარბებს.