Tripadvisor-ზე საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, ყველაზე მეტი განთავსების საშუალება მოსკოვშია დარეგისტრირებული – 2843 ობიექტი, თბილისში Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა 1618-ს შეადგენს, აღნიშნული მოსკოვის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
PMCG-ის მონაცემებით, Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის დედაქალაქების განთავსების საშუალებათა რაოდენობა კი შემდეგნაირად ნაწილდება: ბაქო – 456, ერევანი – 436, ანკარა – 364.
Tripadvisor-ზე საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, ყველაზე მეტი რესტორანი, სასტუმროების მსგავსად, მოსკოვშია დარეგისტრირებული – 12469, შემდეგ მოდის ანკარა – 3330, თბილისი – 906, ერევანი – 678 და ბაქო – 669. საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, თბილისი ერთადერთია, სადაც Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა აღემატება რესტორნების რაოდენობას.