საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა. PMCG-ის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და რაჭაში გაიზარდა, შესაბამისად, 4.7% და 4.6%-ით. აღნიშნული ტიპის სასტუმროებში, ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები მხოლოდ გურიაში შემცირდა – 0.7%-ით.