კანადის პოლიცია იძიებს თვითმფრინავის კონტეინერის ქურდობას ქვეყნის უდიდესი აეროპორტიდან, ტორონტო პირსონიდან, რომელშიც ოქრო იყო მოთავსებული და რომელიც დაახლოებით 15 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

სამხარეო პოლიციის ცნობით, ტვირთი თვითმფრინავით 17 აპრილის საღამოს ჩამოვიდა. პოლიციას გამგზავრების წერტილი და გადამზიდავი არ დაუსახელებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი, რომლითაც ტვირთი აეროპორტში ჩამოვიდა ეკუთვნის Air Canada-ს.

„თვითმფრინავი ჩამოიტვირთა ჩვეულებრივი წესით და ტვირთი გადაიტანეს სატვირთო საცავში“, – აცხადებენ პოლიციაში.

საწყობში გადმოტვირთვის შემდეგ „ეს ძვირფასი კონტეინერი უკანონოდ იქნა აღებული“

პოლიციის ინფორმაციით, კონტეინერში ოქროს გარდა სხვა ფულადი ღირებულების ნივთები იყო.

აეროპორტის ოპერატორი კომპანიის Greater Toronto Airports Authority-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქურდებმა მიიღეს წვდომა საწყობის საჯაროდ ხელმისაწვდომ ნაწილზე, რომელიც იჯარით იყო გაცემული მესამე მხარის მიერ აეროპორტის უსაფრთხოების პერიმეტრის გარეთ“.