DHL-ის ინფორმაციით, ხელშეკრულება გააფორმა Mammoth Aerospace-თან ცხრა კონვერტირებული (სამგზავროდან სატვირთოდ) Boeing 777-200LRMF-ის მიწოდებაზე. პირველი შეკვეთილი ლაინერის მიწოდება 2024 წელს არის მოსალოდნელი, დანარჩენი კი 2027 წელს.

DHL-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „…შეთანხმება არის DHL Express-ის მდგრადობის საერთო სტრატეგიის ნაწილი მისი გრძელვადიანი ინტერკონტინენტთაშორისი ფლოტის მოდერნიზაციისთვის, ძველი თვითმფრინავების ჩანაცვლების ჩათვლით“.

ცხადია, ეს ნიშნავს, რომ DHL გამოიყენებს ცხრა დამატებით Boeing 777-200LRMF-ს ძველი თვითმფრინავების ჩასანაცვლებლად, როგორიცაა B747-400F.

რომელი პარტნიორი განახორციელებს DHL-ისთვის თვითმფრინავების ოპერირებას ჯერჯერობით უცნობია. ლოჯისტიკური გიგანტი ამჟამად მართავს 24 ერთეულ Boeing 777F-ის ფლოტს, რომელთა ექსპლუატაციას ავიაკომპანიები: AeroLogic, DHL Air UK, Kalitta Air, Polar Air Cargo და Singapore Airlines-ი ახდენენ.

Mammoth-ის მიერ კონვერტირებული სატვირთო თვითმფრინავი Boeing 777-200LR გვპირდება იგივე სარგებელს, რაც სერიულ 777F აქვს.