თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 2021 წლის TOP-მიმართულებებს ასაჯაროებს. როგორც AviaNews-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, 2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 42 მიმართულებაზე ხორციელდებოდა.

2021 წელს, გასული წლების მსგავსად, სტამბოლი კვლავ ნომერ პირველი მიმართულებად დარჩა. სტამბოლის პოპულარულობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბის ფუნქციაა, რომელსაც სტამბოლის ორივე აეროპორტი ასრულებს. სტამბოლის გავლით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრაა შესაძლებელია და შესაბამისად საქართველოში მოხვედრა და საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამგზავრება სტამბოლის გავლით შედარებით მარტივი და ხელსაყრელიცაა.

მაშ ასე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული TOP-10 მიმართულება: 

სტამბოლი,

კიევი,

დუბაი,

მინსკი,

თელ-ავივი,

შარჯა,

ბაქო,

ვარშავა,

მიუნხენი,

დოჰა.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, როგორც TAV Georgia-ში განმარტავენ, ყველაზე პოპულარული მიმართულება თელ ავივია. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოპულარული TOP-5 მიმართულება: 

თელ-ავივი,

კიევი,

მინსკი,

სტამბოლი,

რიადი.