2021 წლის ივნისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული საჰაერო სატვირთო გადამზიდავი, ავიაკომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 420,523 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე ლუქსემბურგის ავიაკომპანია Cargolux Airlines-ია, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით ივნისში 229,085 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ბელორუსული კომპანია Rubystar Airways-ი, რომელიც ივნისში 170,462 ტონა ტვირთს მოემსახურა.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways Cargo-ს, კომპანიამ ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 115,617 ტონა ტვირთს მოემსახურა.  Georgian Airways Cargo საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს სულ ცოტახნის წინ შეუერთდა. 2021 წლის მაისში ავიაკომპანიას  გადაზიდული ტვირთების მიხედვით ავიაკომპანიების TOP-5-ში მეხუთე ადგილი ეკავა, ივნისში კი უკვე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა და მეოთხე პოზიციაზეა. 

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა აზერბაიჯანული Silk Way West Airlines-ი, რომელიც 2021 წლის ივნისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 34,903 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

მაშ ასე, TOP-5 სატვირთო ავიაკომპანია გადაზიდული ტვირთების მიხედვით:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Rubystar Airways;

Georgian Airways Cargo;

Silk Way West Airlines;

.