კომპანია Planet Cruise-მა სოლო მოგზაურებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის სათავეში ტოკიო, პრაღა და პეკინი მოხვდნენ.
მთლიანობაში ექსპერტებმა შეისწავლეს 56 პოპულარული ტურისტული ადგილი. თითოეული განიხილებოდა ექვსი ინდიკატორის საფუძველზე: უსაფრთხოება, კეთილგანწყობა, საცხოვრებლის ღირებულება, სამგზავრო ბარათი, ატრაქციონების რაოდენობა და ჯგუფური აქტივობები.
სოლო ტურისტებისთვის ყველაზე კომფორტული ქალაქის ათეული ასე გამოიყურება:
ტოკიო, (იაპონია),
Პრაღა, (ჩეხეთი),
პეკინი, ჩინეთი),
ჰანოი (ვიეტნამი),
შანხაი (ჩინეთი),
ჩიანგ მაი (ტაილანდი),
ბუდაპეშტი (უნგრეთი),
ვენა (ავსტრია),
რომი (იტალია),
ბუქარესტი (რუმინეთი).
რეიტინგში ბოლო ადგილებზე არიან: ლისაბონი, ფლორენცია და პარიზი.