ავიაკომპანიის მგზავრები ფრენის დროს Wi-Fi-ზე უფასო წვდომას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე საკვებს და სასმელს. უფრო მეტიც, თვითმფრინავში ინტერნეტ სერვისი პოპულარობით მხოლოდ ავიაბილეთის ფასს ჩამორჩება. ეს არის ტექნოლოგიური კომპანია Viasat-ის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც ჩართული იყო 11 ათასზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში საჰაერო გზით იმოგზაურეს.

ბილეთის ფასის გარდა, უფასო Wi-Fi ფრენაზე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მგზავრებისთვის ავიაკომპანიის არჩევისას (22%). ეს პროცენტული მაჩვენებლები კი უსწრებს უფასო საკვებს და სასმელს (18%), ფეხის დასადგმელ ადგილს (13%) და უფასო გართობას (9%).
ფაქტობრივად, რესპონდენტთა 83%-მა თქვა, რომ ისინი უფრო მეტად დაჯავშნიან ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ფრენის დროს ხარისხიან Wi-Fi-ს. გამოკითხულთა 81%-მა თქვა, რომ ფრენის დროს ინტერნეტზე წვდომა მნიშვნელოვანი იყო მათი მუშაობისთვის, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 4%-ით გაზრდილი მონაცემებია.
გამოკითხულთა ნახევარმა აღნიშნა, რომ დამატებითი საფასურის სანაცვლოდ ფრენის დროს ნაკლებად სავარაუდოა, რომ Wi-Fi-ს დაუკავშირდნენ. ამავდროულად, ათი მგზავრიდან სამი (29%) მზად არის გადაიხადოს მეტი ბილეთში, თუ ასეთი სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.

კვლევის მიხედვით, აშშ-ში თვითმფრინავებზე უფასო Wi-Fi-ზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა, ინდოეთში 42%-ით, ბრაზილიაში კი 35%-ით. მთელ მსოფლიოში მგზავრების ნახევარი ფიქრობს, რომ Wi-Fi უფასო უნდა იყოს ყველა მოკლე მანძილის ფრენაზე, ხოლო ათიდან რვა (82%) ფიქრობს, რომ Wi-Fi უფასო უნდა იყოს შორ მანძილზე ფრენებზე.