საქართველოსთვის პირდაპირი ავიარეისების მხრივ ლიდერი კვლავ სტამბოლის მიმართლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სხვა წლების მსგავსად, პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობით კვლავ სტამბოლი ლიდერობს.
2018 წლის 9 თვის განმავლობაში პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზვრთნაკადის მიხედვით მეორე ადგილზეა – მოსკოვი, ხოლო მესამეზე – თეირანი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასე გამოიყურება:
- სტამბოლი (455 917 მგზავრი);
- მოსკოვი (430 480 მგზავრი);
- თეირანი (280 585 მგზავრი);
- კიევი (243 675 მგზავრი);
- თელ-ავივი (237 368 მგზავრი);
- დუბაი (186 127 მგზავრი);
- ვარშავა (85 413 მგზავრი);
- პეტერბურგი (85 329 მგზავრი);
- შარჟა (83 381 მგზავრი);
- როსტოვი 75 680 მგზავრი);
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 9 თვეში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულებაში გასული წლის მონაცემებთან შედარებით გარვეული კორექტივებია შესული.
2017 წლის მონაცემებით, TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასეთი იყო:
- სტამბოლი;
- მოსკოვი;
- კიევი;
- თეირანი;
- თელ-ავივი;
- დუბაი;
- დოჰა;
- შარჟა;
- ვარშავა;
- მინსკი;