მგზავრების ნაწილი, რომელიც იაპონიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობს იძულებულია მუყაოს ყუთებში დაიძინონ, რომელიც მოფრენის დარბაზში, საბარგო კარუსელის ზონაშია განთავსებული.
ტოკიოს ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში მსგავსი “ინფრასტრუქტურა” იაპონიის მთავრობის ახალი მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა. იაპონიის ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, ქვეყანაში ჩასულმა ყველა ადამიანმა COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირება უნდა გაიაროს. შედეგები კი ცნობილი 1-2 დღის შემდეგ ხდება. ლოდინი შესაძლებელია საკუთარ სახლშიც, თუმცა ამისათვის სახლამდე მხოლოდ საკუთარი ავტომობილით უნდა გადაადგილდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობა კატეგორიულად აკრძალულია.
მათ ვინც სახლში წასვლას ვერ ახერხებს, სახელმწიფომ დროებითი სასტუმრო მოაწყო. თუმცა ადგილების სიმცირის გამო იმპროვიზირებული ჰოსტელი მოფრენის დარბაზში მოაწყვეს. ყოველ საძინებელში მუყაოს საწოლი, ტრადიციული იაპონური ფუტონის ლეიბი, საბანი და ბალიშია განთავსებული.