კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამ დროისთვის ოპერაციების მხოლოდ 3%-ს ახორციელებს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, მარტში ტრაფიკის შემცირებამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ი შეადგინა.
Wizz Air-ში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მოსალოდნელი ზარალისა (270-280 მილიონი ევრო), კომპანიას გააჩნია 1.5 მილიარდი ევროს ნაღდი ფულის ბალანსი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია საავიაციო ინდუსტრიაში. შესაბამისად, კომპანია წარმატებით შეძლებს გაუმკლავდეს კრიზისს.
ავიაკომპანიის ცნობით, კრიზისის დაწყების შემდეგ კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ითანამშრომლა რეპარტიაციის ფრენების შესასრულებლად ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ამასთან, ჩინეთსა და უნგრეთს შორის შესრულდა ფრენები სამედიცინო მარაგების მოსაწოდებლად. შეკვეთების ძირითადი ნაწილი უნგრეთის მთავრობისგან მოდიოდა, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მიუხედავად ყველაფრისა, ავიაკომპანია განაგრძობს სხვადასხვა ბაზრის ათვისებაზე მუშაობას, როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება კომპანია წლიური 15%-იანი ზრდის შენარჩუნებას პროგნოზირებს.