ტოკიოს აეროპორტში კუმ 15 წუთში რამდენიმე რეისი შეაფერხა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნარიტას აეროპორტი რამდენიმე წუთის განმავლობაში იმის გამო იყო დაკეტილი, რომ ასაფრენ ბილიკზე რამდენიმე კუ დააფიქსირეს.

დამთხვევაა ის, რომ სწორედ ამ დროს უნდა შეესრულებინა რეისი ავიაკომპანია All Nippon Airways-ის (ANA) თვითმფრინავს, რომელის კორპუსზეც სწორედ კუა გამოსახული. All Nippon Airways-ს ფრენა ჰავაის მიმართულებით ჰქონდა დაგეგმილი.

რეპტილიის გამო მთლიანობაში 5 რეისი გადაიდო

ჰავაიში ამბობენ, რომ კუს წარმატება მოაქვს, ამიტომ All Nippon Airways-მა მგზავრებისთვის ბორტზე შემდეგი განცხადება გააკეთა: ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კუ, რომელიც მოვიდა ჩვენი ფრენის სანახავად, ყველა ჩვენგან ნათელ მომავალს პირდება”.

https://www.youtube.com/watch?v=NBbjVwF6cTk&t=3s