საჰაერო ფრენების განახლების შემდეგ თვითმფრინავში ჩასასხდომად მგზავრებს შესაძლოა მრავალსაათიანი პროცედურების გავლა მოუხდეთ. აღნიშნულის შესახებ The Sun წერს.

ბოლო პერიოდში ბევრი ექსპერტები პროგნოზირებს იმ შესაძლო ცვლილებებს, რაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მგზავრებს ელოდებათ.

ექსპერტთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, მგზავრებს აეროპორტში შესაძლოა 4 საათიანი ლოდინიც კი მოუხდეთ, რათა საბოლოო ჯამში საჰაერო ხომალდზე მოხვდნენ. მგზავრებს აეროპორტში მოუწევთ ისეთი პროცედურების გავლა, რაც აქამდე სავალდებულო არ იყო და რაც თავის მხრივ დამატებით დროს საჭიროებს. საუბარია თერმოსქრინინგზე, ზოგიერთ შემთხევაში მგზავრის ტესტირებაზე და სხვა. გარკვეულ დროს წაიღებს ასევე სოციალური დისტანციის დაცვა და ასევე თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომის შეცვლილი პროცედურები. 

სპეციალისტები მიუთითებენ იმაზეც, რომ სოციალური დისტანციის დაცვასთან ერთად მგზავრებს პირბადისა და ხელთათმანის ტარებაც დაევალდებულებათ. ასევე, საჰაერო მოგზაურობა შესაძლოა ფუფუნების საგანიც გახდეს, რადგანაც არსებული კრიზისის ფონზე ავიაგადამზიდავი იძულებული ხდება ტარიფები გაზარდოს.

წინასწარი შეფასებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგნოზი შესაძლოა მომდევნო 5 წლის განმავლობაში იყოს აქტუალური.