გერმანულმა ავიაკომპანია Condor-მა თავისი თვითმფრინავებისა და ბრენდის დიზაინის ახალი, უკიდურესად თამამი ვერსიები, წარმოადგინა.
“ქოლგებით, აბაზანის პირსახოცებითა და პლაჟის სკამებით შთაგონებული, Condor ვითარდება უტყუარ და უნიკალურ დასასვენებელ ავიაკომპანიაში“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
Condor-მა უარი თქვა თვითმფრინავის თეთრ ფერებზე და რევოლუციური გზით წავიდა, რომელიც მის თვითმფრინავებს ნებისმიერ აეროპორტში გამოარჩევს.
როგორც ავიაკომპანიის მიერ პრესრელიზში ნათქვამია: “Condor-მა – ეს არის დასვენება. ხოლო შვებულება ზოლიანია“.
Condor-მა ნამდვილად გადაწყვიტა გახდეს ორიგინალური და უნიკალური ავიაკომპანია.
“ჩვენი ახალი სავაჭრო ნიშანი არის ზოლები, ჩვენი ლოგო ასახავს ჩვენს წარმოშობას და ფერები მრავალფეროვნებას. ეს ტრიადა ახალია, მაგრამ ჩვენი ვნება დარჩა. ეს ყოველთვის აქცევდა Condor-ს უნიკალურად და, შესაბამისად, აისახება ჩვენს სლოგანზეც: “ვნება ჩვენი კომპასია“, – თქვა Condor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რალფ ტექცენტრუპმა.