Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლის” CIP ბიზნეს-დარბაზში ვირტუალური ფრენის სიმულატორი ​Hezarfen Flight Simulator Experience წარმოადგინა. სიმულატორს თურქული ავიაციის ისტორიაში პირველი ინჟინერ-გამომგონებელის ჰაზარფენ აჰმედ ჩელების სახელი ჰქვია.

“მოხარულები ვართ, რომ მოგზაურებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, ნახონ დღევანდელი სტამბოლი ფრინველის ფრენის სიმაღლიდან”, – თქვა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ.

ვირტუალური რეალობის სათვალეებით, მოგზაურები მიჰყვებიან ჩელების ფრენის მარშრუტს, ნახავენ თურქეთის დედაქალაქის ისეთ საკულტო ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა გალათას კოშკი, ლურჯი მეჩეთი, აია სოფია და თოფკაპის სასახლე.

სიმულატორი მუშაობს 4K რეზოლუციით, უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ხედს და ასევე შესაძლებელს ხდის ქარის მოძრაობის შეგრძნებას, განაცხადეს ავიაკომპანიაში.

აღნიშნული ატრაქციონი Turkish Airlines-ის მიერ Stopover in Istanbul-ის პროგრამის განახლებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა.

მივისწრაფით ჩვენს მომხმარებლებს ვაჩვენოთ თურქული სტუმართმოყვარეობა და სტამბულის უნიკალური საოცრებები, რაც ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციას და Turkish Airlines-ის ტრანიზტული მგზავრების რაოდენობის გაზრდის,”, – თქვა ბ-ნმა ეკშიმ.