მიმდინარე წლის ბოლომდე თურქული დონერ ქაბაბი ევროკავშირში „გარანტირებული ტრადიციული კერძის“ სტატუსს მიიღებს.

როგორც  Anadolu იუწყება ამის შესახებ საერთაშორისო დონერთა ფედერაციის (UDOFED) ხელმძღვანელმა მუჰამეტ ნესიფ ემეკმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წელს UDOFED-მა ევროკავშირს შესაბამისი განაცხადი უკვე წარუდგინა.

ემეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონერი თურქეთის, ანატოლიის რეგიონის ტრადიციული კერძია და ქვეყანა აპირებს რეცეპტის ავთენტურობის დაცვას.

“აპლიკაციის განხილვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მიუხედავად 7 ევროპული ქვეყნის, მათ შორის გერმანიის წინააღმდეგობისა. ჩვენ აქტიურად ვურთიერთობთ ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა აღმოვფხვრათ მათი შეშფოთებას. გერმანიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ უკვე 2025 წელს, დონერიშეიძლება ოფიციალურად დამოწმდეს ევროკავშირის მიერ”, – განმარტა ემეკმა.

ფედერაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ უარყოფითი შედეგის შემთხვევაში თურქეთი სამართლებრივ და დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს.

“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მეცნიერთა კომიტეტი, დარგის ძირითადი ბრენდების წარმომადგენლები და საერთაშორისო საპატენტო საკონსულტაციო ფირმები. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ყურადღებით აკვირდებიან პროცესს”, – განაცხადა მან.

დონერი ევროპაში თურქეთიდან მიგრანტების წყალობით გავრცელდა. ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, კერძი გაუმჯობესდა და ახლა მიირთმევენ პიტას პურში, კომბოსტოსთან ან სალათთან ერთად და სოუსებით. Türkiye კი მოითხოვს, რომ კერძი მომზადდეს მკაცრად ორიგინალური რეცეპტის მიხედვით.

თუ ანკარა თავის მიზანს მიაღწევს, მაშინ  ევროკავშირში ეს დონერი სხვა სახელით უნდა გაიყიდოს. მისი გაყიდვებით ევროკავშირში წელიწადში 3,5 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს, საიდანაც 2,3 მილიარდი ევრო გერმანიაშია.