IFTAR SOFRASI

21-27 მაისს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება ყველასთვის ცნობილი, თურქული სამზარეულოს კვირეული, სადაც იქნება ტრადიციული თურქული კერძებისა და მისი რეცეპტების პრეზენტაცია.

თურქული სამზარეულოს კვირეული წელს ძირითადად ყურადღებას გაამახვილებს ჰათაის კულინარიულ კულტურაზე, რომელიც იუნესკოს მიერ “მსოფლიოს 26-ე გასტრონომიულ ქალაქად” იქნა შერჩეული.

თურქული სამზარეულოს კვირეულს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახორციელებს.   ღონისძიება მრავალ ქვეყანაში ჩატარდება და იქნება წარდგენილი ჰათაის ადგილობრივი კერძები, რომლებიც ძალიან საინტერესო რეცეპტებით გამოირჩევიან.

მიზანი ადგილობრივი კულინარიული კულტურის გაზიარება და პოპულარიზებაა მსოფლიოში.

მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა მოამზადონ კერძები თურქული სამზარეულოს მეთოდოლოგიით. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესთავაზებენ თურქულ ყავას, თურქულ ჩაის, დელიკატესებს და სხვ.

 

ჰატაი თურქეთის კულტურული ცენტრია

ჰათაი თურქეთის ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც გასტრონომიის სფეროში გამორჩეულად იქცევს ყურადღებას თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი. ჰათაიში მოჰყავთ ხმელთაშუა ზღვის კლიმატის ნოყიერი ნიადაგის ზეითუნი, პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი, ადგილობრივი მწვანილები,  სანელებლები და მწვანილები და სხვ. აქ მოყვანილი ბოსტნეულებისგან კი აკეთებენ    “ჰუმუსს” (humus), “ზეითუნის სალათი” ( zeytun salatasi), “კისირი”, (ბულგურის სალათი, kısır), “კუნეფე” (ყველის დესერტი, künefe).