თურქული ლირა დოლართან სწრაფად უფასურდება. GBC წერს, რომ ბოლო 24 საათში თურქულმა ვალუტამ ღირებულების 10%-ზე მეტი დაკარგა.
პარასკევის დილის ვაჭრობაზე USD/TRY 6,2826 -მდე დაეცა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია ოდნავ გაიუმჯობესა -5,8346 ნიშნულამდე.
ლირა ეცემა ქართული ლარის და აზერბაიჯანული მანათის მიმართაც. მაგალითად, 1 ლარი 0.47 ლირა ღირს, 1 აზერბაიჯანული მანათის კურსი კი, 0.2965 ნიშნულზეა.
ამასთან, წლის დასაწყისიდან ლირა დოლარის მიმართ 35 % -ით არის გაუფსურებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მედია თურქეთის ცენტრალური ბანკის განცხადებას ელის, ასევე დღის ბოლოს დაგეგმილია თურქეთის ფინანსთა მინისტრის მიერ ახალი ეკონომიკური მოდელის წარდგენა.