თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის მგზავრებისთვის სამედიცინო დაზღვევაც ხელმისაწვდომი ხდება. ავიაკომპანიის ცნობით, Pegasus Airlines-ის მგზავრებს სადაზღვევო პროდუქტს Gulf Sigorta შესთავაზებს.
პროდუქტი მგზავრებს თურქეთში ყოფნის პერიოდში COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯებს აუნაზღაურებს.
დაზღვევა ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის 6 თვიდან 65 წლის ასაკამდე, თუმცა დაზღვევით სარგებლობას ვერ შეძლებენ თავად თურქეთის მოქალაქეები.
როგორც ცნობილია Pegasus Airlines-ი თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე 5 ჩარტერული ავიარეისს შეასრულებს. Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისებს 2-6-13-20-27 სექტემბერს განახორციელებს. ხუთივე რეისი არის გამყვანი და Pegasus Airlines-ი მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს. მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.
თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-მა სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე აგვისტოში ორი ჩარტერული რეისი 16 და 23 აგვისტოს უკვე განახორციელა, ხოლო მესამე რეისს 30 აგვისტოს შეასრულებს.