თურქეთში სასტუმროთა დატვირთულობის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით გაიზადა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის ივლისში თურქეთის სასტუმროთა დატვირთულობის მაჩვენებელმა 74.9%-ი შეადგინა.
საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია STR-ის მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წელს თურქეთში სასტუმრო ნომრის საშუალო ფასი 11.9%-ით გაიზარდა და 87.8 ევრო შეადგინა.
იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით, თურქეთის სასტუმროთა დატვირთულობამ 64.8%-ი შეადგინა, ხოლო სასტუმრო ნომრის საშუალო ფასმა კი 69 ევრო.