ამიერიდან საუდის არაბეთში ქალებს შეუძლიათ სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტის ფუნქცია შეასრულონ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საავიაციო ხელისუფლებამ 5 ქალზე პილოტის ლიცენზია გასცა.

GACA-ს მიერ გაცემული ლიცენზიით ქალებს ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ში (Saudia) მუშაობა შეუძლიათ.

ბოლო პერიოდში GACA-ში ან იმ კომპანიებში, რომელიც მას მომსახურეობას უწევს, საკმაოდ ბევრი ქალი დასაქმდა.