საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ავიაკომპანია AtlasGlobal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა.
Had a productive meeting with the Chairman of the Board of Directors of #Atlasglobal Mr Murat Ersoy. One of the Turkish #Airlines AtlasGlobal, will resume operating on the #Georgian air market from July 16. The company is to offer #Istanbul–#Tbilisi-Istanbul #flights🇬🇪🇹🇷✈️ pic.twitter.com/TTDCXLuwiL
— George Janjgava (@GeorgeJanjgava) July 11, 2019
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიის მიერ საქართველოში ფრენების განახლებას. როგორც ცნობილია, ფრენები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით 16 ივლისიდან შესრულდება.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება.
რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა.
„AtlasGlobal”-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „Atlasjet”-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.