სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო სისტემების მარეგულირებელი საავიაციო ხელისუფლებების გაერთიანების (JARUS) სამუშაო ჯგუფის (WG-2) შეხვედრას უმასპინძლა.

სამ დღიანი (9-11 ივლისი) ღონისძიების ფარგლებში, ესპანეთის, კატარის, ირლანდიის, შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, ლატვიის, რუმინეთის და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების ექსპერტებმა უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების და ზედამხედველობის საკითხები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ასევე ჩართულნი იყვნენ უპილოტო საჰაერო სისტემების მწარმოებელი და სერვისის მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, მხარეებმა უპილოტო საჰაერო ხომალდების საფრენოსნო და საორგანიზაციო მოთხოვნებზე იმუშავეს, რასაც რეკომენდაციების სახით JARUS-ის წევრ საავიაციო ხელისუფლებებს წარუდგენენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო JARUS-ის წევრი 2015 წელს გახდა. ორგანიზაციის მიზანია უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირებასთან და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების სისტემატიზება და საავიაციო ხელისუფლებებისათვის შეთავაზება. JARUS-ის მიერ მიღებული სახელმძღვანელო მასალები და რეკომენდაციები წევრ საავიაციო უწყებებს ხელს უწყობს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებასა და დახვეწაში.

სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის უფროსის, აკაკი მაისაიას განცხადებით, ორგანიზაციის წევრობა და მის სამუშაო ჯგუფებში ჩართვა, მხარეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ და ერთმანეთს გაუზიარონ წამყვანი საავიაციო ხელისუფლებების საუკეთესო პრაქტიკა და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ალექს გონსალესის შეფასებით, დრონების რეგულირების კუთხით, JARUS-ის ფორმატის მთავარ მიზანს, საერთაშორისო გამოცდილების ჰარმონიზაცია და წევრ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის, საერთო ხედვის ჩამოყალიბებაა.

https://www.facebook.com/GeorgianAviation/videos/473714476761189/