თურქეთში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის მეორე ავიაკომპანიაც ანტალიაში იქმნება. ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ თურქეთის კურორტებზე რუსი ტურისტების ჩასაყვანად ახალი ავიაკომპანია Sothwind-ი დაფუძნდა. თუმცა ცნობილი ხდება, რომ მეორე ახალმა ავიაკომპანია MGA-მა (Mavigok Aviation) თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან წინასწარი თანხმობა უკვე მიიღო. პროცესი სწრაფად ვითარდება და იგეგმება ავიაკომპანიის შექმნის უმოკლეს ვადაში დასრულება.
თურქული მედიის ინფორმაციით, გადამზიდავი დაიწყებს ოპერირებას ოთხი თვითმფრინავით (ორი Boeing 737-900 და ორი Boeing 777).
გავრცელებული ინფორმაციით, თურქული კომპანია MGA დაკავშირებულია რუსულ ჩარტერულ ავიაგადამზიდავ Azur Air-თან. სამომავლოდ ის შესაძლოა სხვა ბაზრებზეც შევიდეს.