Turkish Airlines-ი თვითმფრინავებზე პირბადის რეჟიმის გაუქმების მომხრეა. Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშმა საჰაერო ხომალდებში პირბადის ტარების სავალდებულობის გაუქმებისკენ გააკეთა მოწოდება. მისი თქმით, ეს „უკიდურესად დადებითად იმოქმედებს მგზავრების კომფორტზე“.

ავიაკომპანია “მიესალმება პირბადის რეჟიმის მოხსნას, თუ პირობები ამის საშუალებას იძლევა”, – განაცხადა ეკშმა.

ავიაგადამზიდავის  ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე გააუქმა საჰაერო მოგზაურობის დროს პირბადის ტარების მოთხოვნა. Turkish Airlines-ი ამჟამად თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.