თურქეთში ჩასვლისთვის უცხოელ ტურისტს COVID-19-ზე ტესტის ჩატარება მოუწევს. როგორც უცხოური მედია წერს, თურქეთი გეგმავს, რომ უცხოელი ტურისტებისათვის COVID-19-ზე ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვებს ქვეყანაში.
ტურისტი, რომელიც თურქეთში ჩასვლას და დასვენებას გადაწყვეტს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის COVID-19-ით ინფიცირებული არ არის. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმედ ნურის განმარტებით, ახალი რეგულაცია პანდემიის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.
მინისტრის თქმითვე, ქვეყანაში უკვე დაწყებულია COVID-19-ისგან თავისუფალი ზონების გამოვლენაც. ქვეყანა განიხილავს ასევე ე.წ. “იმუნიტეტის პასპორტის” შემოღებასაც, რითაც დაადგენს, რომ ამ ადამიანს შესაბამისი იმუნიტეტი უკვე აქვს და COVID-19-სგან ინფიცირება უკვე გადაიტანა. განხილვაშია ასევე სავალდებულო სისხლის სწრაფი ანალიზიც.
თურქეთი ერთადერთი ქვეყანა არააა, რომელიც კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას განიხილავს. ანალოგიური ზომების შემოღებას გეგმავს ასევე ესპანეთი და ტაილანდი.