მიმდინარე წლის 24 აპრილს, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას განახორციელებს ავიაკომპანია Jazeera Airways.

✔️ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Jazeera Airways ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით.

? მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა,რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.

✈️ ფრენა განხორციელდება თბილისის დროით 11:00-ზე, ქუვეითი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.

✔️ აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

? 2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.