კომპანია Polin Aquariums-მ მსოფლიოში პირველი აკვარიუმის გახსნის შესახებ განაცხადა, რომელიც საგზაო გვირაბშიაშენდა. ის ტრაპიზონის პროვინციაში ზაგნოსისა და ტაბაჰანის ხეობებს აკავშირებს ერთმანეთთან.
ტრაპიზონის აკვარიუმი გახდა ერთადერთი გვირაბში განთავსებული ატრაქციონი მსოფლიოში, ისევე როგორც პირველი საჯარო აკვარიუმი შავი ზღვის რეგიონში. მას ჰყავს 80 სახეობის 5000 თევზი. აკვარიუმი 3500 კვ. მ. ფართობზეა განთავსებული.
საერთო ჯამში, აკვარიუმი მოიცავს რვა განსხვავებულ ზონას. პირველში წარმოდგენილია მდინარე ამაზონის, ტანგანიკასა და მალავის ტბების რეპტილიები. ტერარიუმის ზონაში – ქვეწარმავლებია. ექსპერიმენტული ტერიტორია ეძღვნება აკვარიუმების და ბიოლოგების ყოველდღიურ ცხოვრებას.
აკვარიუმის მეოთხე ზონაში წარმოდგენილია სხვადასხვა ზღვების მრავალი სახეობის თევზი. ზვიგენების დარბაზი გვაწვდის ინფორმაციას მტაცებლების ანატომიის, მათი საცხოვრებელი ადგილისა და მახასიათებლების შესახებ.
ასევე გზაზე არის სივრცე “შეეხეთ და იცოდე” და გამოქვაბულის ზონა.
საბოლოოდ, აკვარიუმის ბოლოში არის უნიკალური 21 მეტრის სიგრძის გვირაბი თურქეთის ზღვების მაცხოვრებლებთან ერთად.
„დიდი ქალაქების ბევრი აკვარიუმი ჩვეულებრივ იხსნება სავაჭრო ცენტრებში და ეს საკმაოდ ავთენტურია. ასე გვინდა რეგიონში მეტი ტურისტის მოზიდვა“, – განაცხადა ორთაჰისარის მერმა აჰმედ მეთინ გენჩმა.
გასულ წელს ჟურნალმა Forbes Turkey-მა თურქეთის ყველაზე საქმიანი ქალაქის ტრაპიზონის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელმაც თავისი ბუნებით ბოლო დროს ათასობით ტურისტი მიიზიდა.
ცოცხალი ატმოსფეროს, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გამო ტრაპიზონი 2013 წელს გამოცხადდა ყველაზე სუფთა ქალაქად, რაც მას მოგზაურთა შორის საკმაოდ პოპულარულს ხდის.