თურქეთმა COVID-19-ის 8 წუთიანი ტესტი შექმნა. ÇOMÜ-ის თანამშრომლებმა COVID-19-ის უნიკალური ტესტი შექმნეს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.
მეცნიერების განმარტებით, ექსპრეს ტესტს შეუძლია 8 წუთში დაადგინოს არის თუ არა ადამიანი COVID-19-ით დაინფიცირებული. თურქი მეცნიერების მიერ შექმნილი ტესტი გამოცდის ბოლო ეტაპს გადის და მალე მისი სერთიფიცირება დაიწყება.
თურქი ექიმების მტკიცებით, ტესტის პასუხი 100%-იანი სიზუსტისაა და რაც მთავარია მისი პასუხი საკმაოდ მოკლე დროში არის ცნობილი.