ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines აქტაუ-თბილისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე მორიგ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. რეისი 24 სექტემბერსაა დაგეგმილი და SCAT-ი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-აქტაუს მიმართულებაზე მოემსახურება. 

ბილეთების შეძენა თბილისიდან აქტაუს და აქტაუს გავლით ყაზახეთის სხვა ქალაქების (ნურსულთანი

 (ასტანა), ალმაატი, ატირაუ, შიმკენტი, აქტობე, ურალსკი) მართულებით უკვე შესაძლებელია.​
?გაფრენა თბილისიდან 23:30 საათი.
?ჩაფრენა აქტაუში 02:00 საათი.